ამბროლაური
ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. მოსახლეობა 2 047 ადამიანი (2014 წ.). ქალაქში არის ღვინის ქარხანა, სასამართლო, სპორტული დარბაზი, საავადმყოფო, თეატრი, მუზეუმი, ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. 1930 წლიდან წარმოადგენდა ამბროლაურის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს[4]. 2014 წლიდან გამოეყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული.
Comments
Post a Comment