ღები

სოფელი ონის მუნიციპალიტეტში . მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1350 მ. ონიდან 35 კმ. სოფელში მოიპოვება ანტიმონიუმი . სოფელ ღების (ღები—სვანურ. „ღებ“—ნიშნავს ჩაღრმავებულ ადგილს) დაარსებას ხალხური თქმულება მიაწერს ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვიღაც მღებავს, რომელსაც თურმე იქ კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქეთ ხელი მიუყვია თავისი ხელობა-მღებრობისათვის და ამ სოფელსაც ღები დარქმევია. შემდეგ ღები სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით მოშენებულა. პირველად აქ უნდა გადმოსახლებულიყო ჩვეშოდან ლობჯანიძეების წინაპარი ხოშიტა ლობჯანიძე, რომელიც დაბინავებულა რიონის მარჯვენა მხარეზე და თავისი კოშკიც აუშენებია. გადმოცემის თანახმად თავისუფალი ღებელები ვერ შეურიგდნენ ბატონყმურ წყობას და გადაწყვიტეს ბატონთა განადგურება. ღებელთა შეთქმულებას მეთაურობდა ზვიადა ლობჯანიძე. ხალხმა მოისყიდა არიშიძეთა მოურავი, გაგნიძე , რომლის დახმარებითაც ნადირობიდან დაბრუნებული ორი ძმა არიშიძე მოკლეს. გადმოცემის თანახმად, მესამე ძმას ცხენით რიონ...