Posts
ღები
- Get link
- X
- Other Apps

სოფელი ონის მუნიციპალიტეტში . მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1350 მ. ონიდან 35 კმ. სოფელში მოიპოვება ანტიმონიუმი . სოფელ ღების (ღები—სვანურ. „ღებ“—ნიშნავს ჩაღრმავებულ ადგილს) დაარსებას ხალხური თქმულება მიაწერს ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვიღაც მღებავს, რომელსაც თურმე იქ კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქეთ ხელი მიუყვია თავისი ხელობა-მღებრობისათვის და ამ სოფელსაც ღები დარქმევია. შემდეგ ღები სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით მოშენებულა. პირველად აქ უნდა გადმოსახლებულიყო ჩვეშოდან ლობჯანიძეების წინაპარი ხოშიტა ლობჯანიძე, რომელიც დაბინავებულა რიონის მარჯვენა მხარეზე და თავისი კოშკიც აუშენებია. გადმოცემის თანახმად თავისუფალი ღებელები ვერ შეურიგდნენ ბატონყმურ წყობას და გადაწყვიტეს ბატონთა განადგურება. ღებელთა შეთქმულებას მეთაურობდა ზვიადა ლობჯანიძე. ხალხმა მოისყიდა არიშიძეთა მოურავი, გაგნიძე , რომლის დახმარებითაც ნადირობიდან დაბრუნებული ორი ძმა არიშიძე მოკლეს. გადმოცემის თანახმად, მესამე ძმას ცხენით რიონ...
შოვი
- Get link
- X
- Other Apps

კურორტი ონის მუნიციპალიტეტში [1] , მდებარეობს მდინარე ჭანჭახის ( რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე . ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი. შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში.
ონი
- Get link
- X
- Other Apps

ქალაქი დასავლეთ საქართველოში , მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე., ღრმა ხეობაში. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ზღვის დონიდან 830 მ, თბილისიდან 210 კმ. 2656 მცხოვრები ( 2014 ). ონში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული.საშუალო წლიური ტემპერატურა 10 °C, იანვარი — 1 °C, ივლისი 20,4 °C, აბსოლუტური მინიმალური — 27 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1000—1100 მმ წელიწადში. ონი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV-XVI საუკუნეებში. მეცნიერებაში გამოთქმული მოსაზღების თანახმად, ონი დააარსა იბერიის მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II ს.). შუა საუკუნეებში გაიზარდა ფეოდალური ქალაქის — ონის ეკონომიკური მნიშვნელობა; აქ თავს იყრიდა ჩრდილოეთი კავკასიიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ქვემო რაჭიდან მომავალი გზები. იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ იყო დაბა; წარმოადგენდა რაჭის მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს, განვითარებული იყო ხელოსნობა. 1846 წლიდან იყო...
ამბროლაური
- Get link
- X
- Other Apps

ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში , რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. მოსახლეობა 2 047 ადამიანი ( 2014 წ.). ქალაქში არის ღვინის ქარხანა, სასამართლო, სპორტული დარბაზი, საავადმყოფო, თეატრი, მუზეუმი , ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. 1930 წლიდან წარმოადგენდა ამბროლაურის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს [4] . 2014 წლიდან გამოეყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული.